ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მშენებარე ავტოსადგომი საფეხმავლო ბილიკს კვეთს
. მიუხედავად ამისა რადიო “ძველ ქალაქთან” შპს “ფარის” დირექტორი, ოლეგ არღვლიანი აცხადებს, რომ ავტო პარკინგი ქვეითებს საფრთხეს არ უქმნის.
“ავტოსადგომი პირველ ეტაპზე 37 ავტომობილისთვის განკუთვნილი. რაც შეეხება თვითონ პანდუსს, შემოსვლა შესაძლებელი იქნება ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან, ხოლო გასვლა კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდება. ამ პროექტის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალებმა, რომლებმაც ავტომობილების მოძრაობის სქემა შეადგინეს და ქვეითების ინტერესი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ამ პროექტში და ავტო პარკინგი ქვეითებს საფრთხეს არ უქმნის,”-განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.
ოლეგ არღვლიანის განმარტებით ავტოპარკინგის პროექტი დამტკიცებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კანონით დადგენილი წესით და შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან.