ეკონომიკის სამინისტროდან
ქუთაისს 2016 წელს ქონების 23 ერთეული გადაეცა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ისაუბრა. ქუთაისის მერიაში ეკონომიკისა და არქიტექტურის სამსახურებმა გასული წელი შეაჯამეს. სამინისტროს მიერ გადმოცემული ქონება, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ქალაქის შემოსავლის გაზრდის წყაროდ მიაჩნიათ. 23 ერთეულიდან 13 შენობა-ნაგებობაა, 10 მიწის ნაკვეთი.
ყველაზე მნიშვნელოვნად ქონების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნა დასახელდა, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილობრივი ქონების მართვა უფრო ეფექტურად მოხდეს.