არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” ქუთაისის ორგანიზაციაში
, ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე მომავალი თვის გეგმებზეც ისაუბრეს.
“სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით შეხვედრაზე ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მომზადებას და გააქტიურებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
“დღევანდელ შეხვედრაზე “სამართლიანმა არჩევნებმა” წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მიზნად ისახავს საზოგადოების მომზადებას და გააქტიურებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. პროექტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, ერთ-ერთი მიმართულება იქნება ეთნიკურ უმცირესობებში მათი ცნობიერების ამაღლება,”-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.
“ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციების გაცვლა ხდება.
“შეხვედრები ტრადიციულად ყოველ თვეში იმართება. დღევანდელ შეხვედრაზეც რა თქმა უნდა გავცვალეთ ინფორმაციები, რომელიც ძირითადად ქალაქში მიმდინარე პროცესებს ეხება და ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობას. ჩვენ ვთლით, რომ აქტიურია ჩვენი მუშაობა ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით,”-აცხადებს ხვიჩა ვაშაყმაძე.