5 თებერვლამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცივი ამინდი იქნება და ითოვებს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. დედაქალაქში დღის განმავლობაში ითოვებს.
2 თებერვალს პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი იქნება.
3 თებერვალს დილიდან შედარებით გამოიდარებს. უმეტესად უნალექო ამინდი 4 თებერვალსაც შენარჩუნდება. ღამის საათებში კი კვლავ ყინვა იქნება.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა +10, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +5 , +7 გრადუსამდე მოიმატებს.
5 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.