შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელმა
ქეთევან კიკვიძემ, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” სასამართლო პროცესი მოუგო.
2017 წლის 27 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის საკასაციო საჩივარი, კერძოდ, ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ქეთევან კიკვიძის თანამდებობაზე აღდგენა და ასევე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელი, ქეთევან კიკვიძე, რომელიც ამ კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაანთავისუფლეს. საერთშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს” იურისტების დახმარებით, ქეთევან კიკვიძემ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის სასარჩელო მოთხოვნები. შედეგად, დამსაქმებელს დაევალა მისი სამსახურში დაუყონებლივ აღდგენა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, რაც უკვე ჩვენი მხარის მიერ იქნა გასაჩივრებილი, 2017 წლის 27 იანვარს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის საკასაციო საჩივარი,, კერძოდ, ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ქეთევან კიკვიძის თანამდებობაზე აღდგენა და ასევე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით,”- განაცხადა საერთშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ.
ქეთი კიკვიძემ რადიო ” ძველ ქალაქთან” განაცხადა, რომ მისი საქმე არის პრეცედენტი, რომელიც არის გასათვალისწინებელი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
“ვაპრებ რომ მივიდე სამსახურში და ჩვეულებრივად დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას,”-განაცხადა ქეთი კიკვიძემ.