ქუთაისში “მაკდონალდსის” მშენებლობის საკითხი
კიდევ ერთხელ განიხილეს. დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არქიტექტორები და კომპანიის წარმომადგენლები ესწებოდნენ. არქიტექტორმა დავით მელქაძემ განაცხადა, რომ “მაკდონალდსის” მშენებლობა ქუთაისის ცენტრში ეთიკის დარღვევის გარდა კანონდარღვევაა. “ეს არის დანაშაული და მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ნებისმიერ არქიტექტორს, რომელსაც ამ ადგილს აჩვენებ და კითხავ , რომ “მაკდონალდსის” მშენებლობისთვის ვარგისია თუ არა, გეტყვის, რომ იქ მშენებლობის დაპროექტება არ შეიძლება. ეს არის არა თუ ეთიკის დარღვევა, არამედ კანონდარღვევა. ვინც ეს ადგილი მოიფიქრა იმისათვის,რომ აეშენებინა “მაკდონალდსი”, არა თუ ქუთაისელია, არამედ ნამყოფიც არ არის ქუთაისში. ამ ქალაქის ისტორიაზე რომ არაფერი იცის, ფაქტია”, – განცხადა დავით მიქელაძემ.
განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა კომპანიის წარმომადგენელს. “ევროპის ნებისმიერი ქალაქის ცენტრალურ უბნებში შეხვდებით “მაკდონალდსის” რესტორნებს. ქუთაისი არის ტურუსტული ქალაქი და “მაკდონალდსის” მშენებლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ დარბაისელმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხვალ ყველანი მივიდნენ საკრებულოს სხდომაზე და მათი მოსაზრებები დააფიქსირონ “მაკდონალდსის” მშენებლობასთან დაკავშირებით.” მე ვფიქრობ, თუ იქნება საზოგადოების აქტიურობა არაფერიც არ აშენდება. ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.