საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის (კმ138–კმ158) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.