შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის იფორმაციით
გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ჯახუას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. უწყება მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
დიაკონმა გიორგი ჯახუამ დღეს, “გირჩის” ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ქუთაისში, მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც მარიხუანა და ანტიკვარული იარაღი წაიღეს.