საჯარო სამსახურში თანამშრომლებს
ატესტაციის გავლა აღარ მოუწევთ. რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა რას გულსხმობს შეფასების ახალი სისტემა და იქნება თუ არა ის მოქმედი კანონმდებლობით არსებულ ატესტაციაზე უფრო ეფექტური საჯარო სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესამოწმებლად.
ატესტაცია საჯარო სამსახურებში სავალდებულო იყო მოქმედი კანონმდებლობით 3 წელიწადში ერთხელ. 2017 წლიდან კი საჯარო მოხოეების კომპეტენცია ახალი მეთოდებით შემოწმდება. საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა კვალიფიკაციის შემოწმების ფორმის – ატესტაციის უარყოფით მხარეზე საუბრობს რადიო “ძველ ქალაქთან” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო სუხიშვილი. “ეს იყო არაეფექტური, რადგან მოხელეებს, რომლებიც ამა თუ იმ სისტემაში წლებია მუშაობენ, ამ საკანონმდებლო ნორმების ცოდნის შემოწმება არაფერს დამატებით არ აძლევდა. ამ სისტემას კი ახალი ანაცვლებს”,- ამბობს ნინო სუხიშვილი.
იურისტი შეფასების ახალი სისტემის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ახალი ფორმა თანამედროვე მიდგომებს შეიცავს და გაცილებით უკეთესია: “შეფასების სისტემა გულისხმობს თანამედროვე მიდგომებს თუ როგორ შეასრულა ადამიანმა სამუშაო წლის განმავლობაში. შეფასების დეტალური სისტემა უნდა მოწესრიგდეს მთავრობის დადგენილებაში. ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ მოხდება საჯარო მოხელის შეფასება წელიწადში ერთელ წლის ბოლოს და იქნება უშუალოდ ამ პირის მიერ მთელი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა”, – ამბობს ნინო სუხიშვილი.
ასევე მოხდება გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის შეფასებაც. ოღონდ წელიწადში 4-ჯერ ანუ კვარტალში ერთელ. “გამოსაცდელი ვადით დანიშნულ საჯარო მოხელეზე მეტი კონტროლი იქნება, რდაგან შემდგომში შემოწმდეს ეს პირი რამდენად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომ მუდმივი ვადით დაინიშნოს სამსახურში”, – ამბობს საიას იურისტი ნინო სუხიშვილი.
თანამშრომლეთა შეფასებისთვის ჯერ მხოლოდ ორი მეთოდია განსაზღვრული: ინტერვიუ და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა როგორც წერილობითი სამუშაობის შესახებ, ასევე სხვადასხვა სამსახურეობრივი შეხვედრების შესახებ ინფორმაციების მიწოდება.
“ინტერვიუ არის კარგი, იმიტომ რომ საშუალება ექნებათ მიაწოდონ თავიანთი მოსაზრებები ერთამანეთს პირისპირ თუ რა პრობლემები აქვთ სამუშაოს დაგეგმვის კუთხით მთელი წლის განმავლობაში. თუმცა მთავრობის დადგენილების პროექტში, რომელიც ჩვენ ვნახეთ წერია, რომ შეფასების მეთოდებს უშუალოდ საჯარო დაწესებულებები შეარჩევს. შეფასების სიტემის ერთი ვარიანტია შეაფასონ მაგალითად მიზნები და წლის ბოლოს შეაფასონ რამდენად იქნა ესა თუ ის მიზანი მიღწეული. მეორეა ფუნქციური შეფასება, ანუ რამდენად შეასრულა ის ფუნქცია, რომელიც სამუშაო აღწერილობაშია მოცემული. არის კიდევ სხვადასხვა მეთოდები”, – განმარტავს ნინო სუხიშვილი. მისივე თქმით, შეფასების საბოლოო შედეგები უნდა იქნას გამოყენებული საჯარო მოხელეების წახალისებითვის, დაწინაურებისთვისა და პროფესიული განვითარებისთვის.
კანონი ძალაში 2017 წლის 1 იანვარს უნდა შევიდეს. შესაბამისად, საჯარო მოხელეები შეფასების ახალი ფორმით 2017 წლის ბოლოს შემოწმდებიან.