დღეს ” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაციამ”
თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. “ჩვენი კვლევები მიმდინარეობდა, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 2016 წლის თებერვლიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით და მთელი ამ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის მანძილზე ჩვენ ცხრაასამდე სხდომას დავაკვირდით, მონიტორინგმა გვაჩვენა შემდეგი ტენდენციები,რომ ოჯახში ძალადობის და ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის საკმაოდ ბევრი ფაქტები იკვეთება”,-განაცხადა სისხლის სამართლის ანალიტიკოსმა გოგა ხატიაშვილმა.