ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
“CRRC-საქართველომ” ანგარიში წარადგინა. ანგარიში შეეხებოდა “ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესს 2016 წლის არჩევნებში “.
ანგარიში მომზადდა პროექტისათვის – “არჩევნების გაყალბების დადგენა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით (DEFDA)”.
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყო დასტინ გილბერტი CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მიგნებებსა და კვლევის მეთოდებზე ისაუბრა
“2016 წლის პროპორციული არჩევნების შედეგების გასაანალიზებლად, CRRC-საქართველომ საარჩევნო ექსპერტიზის სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი ჩაატარა. ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურ საარჩევნო სტატისტიკაში გამოიკვეთა სტატისტიკური შეუსაბამობა, რაც ამომრჩეველთა ხმების არაზუსტი დათვლით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. თუმცა, საარჩევნო ოქმების ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წელთან შედარებით, უკეთესად ახდენს ამომრჩეველთა ხმების დათვლასა და მათ ოქმებში ასახვას” – განაცხადა “CRRC-საქართველოს” მკვლევარმა რატი შუბლაძემ.
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.