ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის

ბიბლიოთეკა გაკეთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორი ნატალი პატარიძე ავრცელებს. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში (ყოფილი კიოთეატრი “სულიკო”) 16 დეკემბერს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნების პრეზენტაციაა დაგეგმილი, პრეზენტაციაზე გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ბიბლიოთეკის გაკეთებას მოხმარდება. “ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო და თეატრალური სტუდია გიწვევთ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნების პრეზენტაციაზე ” თომას ზღპარები”,” გურული დღიურები”. ღონისძიებაზე წარმოდგენლი იქნება მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა, ავტორი თეატრალური სტუდიის ბავშვებთან ერთად წაიკითხავს ეპიზოდებს წიგნიდან.
გიორგი კეკელიძის ინიციატივით ეს ღონისძიება მიეძღვნება სოფო ბობოხიძის ხსოვნას, წიგნებიდან შემოსული თანხით ვიყიდით წიგნებს და ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნება მისი სახელობის ბიბლიოთეკა! “- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *