ქუთაისის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს და დაინტერესებულ პირებს 2017 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები გააცნო.
ქალაქის განვითარების პრიორიტეტები ასეთია: მუნიციპალიტეტეის ადგილობრივი საქმიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ესპლუატაცია, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა , სკოლამდელი განათლების დაფინანსება და ხელშეწყობა,ადგილბრივი მნიშვნელობის კულტურული და სპორტული ღონისძებების განხორციელება, სპორტისა და კულტურის დაწესებულებების დაფინანსება, ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება.
ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა 51 572 800 ლარითაა განისაზღვრული.