“მედიქალ-სიტის” პარკირების ადგილის
მოსაწყობად ტერიტორია გადაეცა. საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ პრივატიზება თავის დროზე არასწრად მოხდა და კიდევ ფართის გაქირავება არასწორია:”პრივატიზება იმ დროს როდესაც მოხდა, მოხდა არასწორად და როდესაც დროებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე როცა ვსაუბრობდი ერთ-ერთი იქნებოდა ეს ყოფილი ინფექციური. მე პირადად თამამად შემიძლია ვუთხრა ქუთაისის მოსახლეობას. მე, ნატო ქათამაძე, სანამ ვიქნები ქუთაისის საკრებულოს წევრი მოსახლეობას მივაწვდი ინფორმაციას თუ რა ხდება ქუთაისში, საკრებულოში და თავად გადაწყვიტონ თუ რამდენად მოსწონთ ადგილობრი თვითმმათველობის ქმედებები და მომავალში როგორ დაუჭერენ მხარს”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ კომპანიისთვის ტერიტორიის იჯარის წესიტ გაცემის შესახებ განაცხადა: “ეს კომპანია არის ფოთის ქუჩაზე. გავლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მოგვმართეს, რომ მიმდებარედ არსებობს თვითმმართველობის ტერიტორია და შეთავაზა თვითმმართველობას, რომ იქნებ გააკეთოთ იქ პარკირება, რათა გავლადი იყოს ქუჩა. რათქმაუნდა ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. გვქონდა შეხვედრა. შემოიტანა წერლი და წერს, რომ თქვენი ხარჯით მოაწყვეთ, თქვენი პრობლემაა. ასევე შემოგვთავაზა, რომ თუ გნებავთ ბიუჯეტში ფული დაზოგოთ ის ტერიტორიები სარგებლობით გადმოგვეცით, მოვაწყობთ პარეკირებას, დავხარჯავთ თანხას და ბიუჯეტში 15 ათას ლარს შემოვიტანთ ყოველწლიურადო”, – განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
საკრებულოს დღვანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ტერიტორიის იჯარით სარგებლობაში გადაცემას მხარი დაუჭირეს.