ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” 6 565.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა.
აღნიშნული ააიპი ძაღლების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ე.წ “ძაღლების სასაფლაო”განთავსდება. “სპეციალურ სერვისებთან” კითხვის ნიშნები აქვს საკრებულოს დეპუტატს ნატო ქათამაძეს: “სპეციალურ სერვისებთან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს. საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი აქვთ. თუმცა მათ მიერ გაკეთებული საქმე მე არაერთხელ მოვითხოვე. მობრძანებულიყო ამ ა(ა)იპ-ის ხემძღვანელი და ანგარიში გაეკეთებია. რამდენჯერ იყო გასვლითი სხდომა და ეს სხდომა იყო ყოველთვის ბედნიერი სახეებით მილოცვა და არა კითხვებზე პასუხები”, -განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ის ასევე დაინტერესდა რა საჭიროა 6 565.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი. “მემორიალურ დაფებს უკეთებენ ამ ცხოველებს? მე არ ვამბობ, რომ ცხოველს არ სჭირდება დამარხვა, მაგრამ აქ არის კონკრეტულკი ადამიანების ინტერესები დღეს არა და ხვალ ეს აუცილებლად გამოჩნდება”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ა(ა)იპ “სპეციალური სერვისებს” ავტომშენებლის #49-ში არსებული ტერიტორია გადაეცა.