საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გამარჯვება
მიულოცა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ: “ტორპედოს” წარმატებას ვულოცავ. ამ გამარჯვებას ასევე ვულოცავ ყველას, პირველ რიგში ჩვენს ქალაქს. წარმოუდგენელი სიხარული მიპყრობს ამ დიდი გამარჯვების გამო. ,,ტორპედომ” ბევრ კრიტიკას გაუძლო და საბოლოოდ შედეგი დადო! ქუთაისი ისტორიის მანძილზე მესამედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ეს მართლაც, რომ საამაყო რამ არის. მახარებს ისიც რომ ამით ჩვენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. მინდა ეს სიხარული ყველას გავუზიარო და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ! მუდამ გამარჯვებით ევლოს ჩვენს ქუთაისს!”, – აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ მერის მილოცვაში.
შეგახსენებთ, გუშინ “ტორპედომ” “მერანი” 2:1 დაამარცხა და საქართველოს თაისის მფლობელი გახდა.