ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი არის შექმნილი
, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშძის თქმით ამ დროისთვის მერიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა 100- მდე შეტყობინებაა შესული.
“ოპერატიულად ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ძირითადად დაზარალებულია, კორპუსები და კერძო მოსახლეობა. შექმნილია საგანგებო შტაბი რომელიც ზარალს სწავლობს და მას შემდეგ რაც შესაბამისი სამუშაოები დასრულდება, ჩვენ უკვე გვეცოდინება რა სახის დახმარება შეიძლება აღმოვუჩინოთ ამ ადამიანებს,”- განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.