ძლიერი ქარის გამო, იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე
ქუთაისის, ვანის, სამტრედის და წყალტუბოს რაიონების ნაწილია დარჩენილი. “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძიაძის თქმით ამ დროისთვის უცნობია ზუსტი რაოდენობა იმ აბონენტების, ვისაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“ძლიერი ქარის გამო საკმაოდ მძიმე სიტუაციაა შექმნილი ქვემო იმერეთში, კონკრეტულად ქუთაისის, ვანის, სამტრედიის და წყალტუბოს ტერიტორიაზე, სადაც დაზიანების გამო რამდენიმე ფიდერია გამორთული, დაზიანებები, მოტეხილმა ხეებმა გამოიწვია, რომლებმაც გადამცემი ხაზეები დააზიანა, კონკრეტული რაოდენობა ამ დროისთვის გათიშული აბონენტების რთული სათმელია, რადგან ეს ციფრები ყოველ წუთიერად იცვლება, “-განაცხადა თეონა გეგუჩაძემ.