თამბაქოს მოხმარებით საქართველოში
ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის თამბაქოს მოხმარების მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს.
ქუთაისში ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებითვის ტრენინგი გაიმართა, სადაც მათ თამბაქოს კონტროლის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
” სიკვდილიანობის თვალსაზრისით ყოველი მეხუთე ადამიანი არის ტამბაქოს მოხმარების მსხვერპლი საქართველოში . ეს რაოდენობრივად არის 11 ათასი ადამიანი, ყოველდღიურად 30 ადამიანი გვეღუპება ჩუმად, წყანარად. მათ შორის 9 პასიური მწეველობის მსხვერპლია და ერთი ბავშვი”, – აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
მისი თქმით, პასუხისმგელბლობა სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც კოსტიტუციურად უნდა უზრუნველყოს ჯამრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.
“ჩვენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის” წევრები ვართ. ყველა ვალდებულებას ვადა გაუვიდა 5 წლის უკან. მათ შორის რეკლამის, პოპულარიზაციის, სრულ აკრძალვას. ასევე შენობებისა და ტრანსპორტის სრულ განთავისუფლებას თამბაქოს კვამლისაგან. სამწუხაროდ, რეალური ნაბიჯები ამ თვლსაზრისით არ იდგემბა. ჩვენ ამ წლის დასაწყისში იძულებული გავხდით შეგვექმნა მოძრაობა “ნუ მაბოლებ” იმისათვის, რომ გამოგცვეფხიზლებინა გადაწყვეტილების მიმღები პირები”, – აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემების მოგვარების საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები უნდა ჩაერთონ. “ჩვენ აქ მოვისმინეთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ როგოირც ჯანმრთელობის, ისე საკანონმდებლო კუხით. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უნდა ჩაერთონ აღნიშნულ საკითხებში. მნიშვნელოვანია ჩატარედეს განათლების სფეროში ტრენინგ-სემინარები. რათა პედაგოგები და მშობლები იყვნენ იფორმირებულები”, – აღნიშნა ჟურნალისტმა ლია ხარაბაძემ.