ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის
მშენებლობას ქუთაისი უერთდება. სახლის მშენებლობისთვის ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლი გაიმართება. 27 ნოემბერს “ბაგრატი-1003”-ში მოეწყობა შეხვედრა ბიზნესმენებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან,სადაც გაიმართება სარეაბილიტაციო სახლის პრეზენტაცია. “ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეროდა მსგავსი ტიპის ღონისძი ბებში აქტივობით. პირველი შეხვედრა “ბაგრატი 1003″- ში გარმათება 27 ნოემბერს. ჩამოვა დედა თინათინი , რომელიც არის ფონდის დამფუძნებელი და რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ამ ფონდის წევრია. ისინი ჩაატარებენ პრეზენტაციას თუ რა არის ეს ფონდი და რა არის მათი მიზანი”, – განაცხადა მირანდა კუპრავამ.
ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ქუთასში 2 ღონისძება იგეგმება. ერთი 2 დეკემბერსაა დაგეგმილი. “გადავწყვიტეთ, რომ ქალაქმა თავისი წვლილი შეიტანოს ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობაში. 2 დეკემბერს ქუთაისში, ძველი მუზეუმის შენობ აზე სიმბოლურად გამოვსახავთ ბერი ანდრიას ფონდის ლოგოს, ლოგო აიწყობა მოზაიკის ფილებისაგან და ამ მოზაიკას თავად მოსახლეობა ააწყობს. აქედან შემოსული ტანხა გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე”, – აღნიშნა საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
2 დეკემბერს საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება. “ზვიად ბოლქვაძე პირველად წარსდგება ქუთაისელი მაყურებლის წინაშე. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს უდიდესი არტისტი გიორგი ცაგარელი და სხვა აგრეთვე არაჩვეულებრივი მუსიკოსები. ღონისძიების მხარდამჭრია ქუთაისის მერია”, – აღნიშნა მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა და საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მირანდა კუპრავამ.
მანვე ისაუბრა 17 დეკემბერს გასამრთ ასევე საქველმოქმედო ღონისძებაზე, რომელიც ანჯაფარიძის სკვერში გაიმრთება. ” 17 დეკემბერი ეს არის ბარბარობა და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია დაიბედოს და უფრო დიდი არამგონია იყოს რამე ვიდრე სიკეთის დაბედება. ვთხოვ ყველა მოქალაქეს მოვიდეს ანჯაფარიძს სკვერში და ერთად ვაწყოტ ჩვენი ნაძვის ხე. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეიძინონ სათამაშო და თავისი ხელით დაკიდონ თავის ნაძვის ხეზე. ეს იქნება ულამაზესი ნაძვის ხე და შევძლებთ ამ აქციით დავეხმაროთ ბავშვებს და შევძლებთ ეს ღე ვაქციოთ დღედ, როცა მთელი ქალაქი ერთად დადგება”, – აღნიშნა მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა და საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მირანდა კუპრავამ.
ბერი ანდრიას ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ აჩუქა მიწა თბილისში, სადაც უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო სახლი.
ფონდი უკვე 5 წელია ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.