ქუთაისში სტანდარტებისა და

მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობა ქუთაისში მოქმედმა მეწრამეებმა, ქუთაისის მერიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელბი ესწრებოდნენ. მეტროლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს სააგენტოს სტრრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული ეტალონების შექმნაზე, განვითარებაზე, მოვლაზე, მათ საერთაშორისო შედარებებში მონაწილეობაზე და ა. შ. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელბმამიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები სტანდარტების გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე. სემინარს ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო:”დღეს ეკონომიკის სამინისტროს ერთ ერთი სიიპ-ი , რომელიც დაკავებულია მეტროლოგიითა და სტანდარტების თემით ატარებს ქუთაისში. სემინარზე საუბარია იმ თემებზე თუ როგორ მიდის განვითარება ამ მიმართულებით. ზოგადად სტანდარტების დახვეწა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რადგან ყველა ის მშენებლობა იქნება თუ გაწეული სხვა საქმიანობა საჭიროებს სტანდარტებში მოქცევას, რათა ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *