“საია” შსს-ს მიმართავს უზრუნველყოს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული
ყველა იმ ფაქტისა თუ შესაძლო დარღვევის დროული და სრულყოფილი გამოძიება, რომლებიც კანონმდებლობით მათ კომპეტენციაში შედის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. “მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ დროული და ეფექტური გამოძიება აწარმოოს ამ დრომდე მომხდარ ყველა ამგვარ ფაქტზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემთხვევებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს მუქარის, იძულების, დაშინების ან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს და საფრთხეს უქმნიდეს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში წარმართვას”,- ნათქვამია “საია”-ს მეორე შუალედურ ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქირებული დარღვევები: ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის და პირადი ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტები.