აღნიშული განცხადება ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა გუშინ, 14 მარტს, ევროპარლამენში, სადაც საქართველოს საკითხებზე დებატები გაიმართა.
მისი თქმით, დებატებმა აჩვენა, რომ ყველას “გვსურს საქართველომ მის რეფორმებში და ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს”.
“ყველა უნდა დავეხმაროთ, რომ ამან ქართველი ხალხამდე მიაღწიოს, რადგან ეს ქართველი ხალხის მიზანია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროცესში.
12 პრიორიტეტი საკვანძოა, ვინაიდან, ისინი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს აყალიბებენ. და ახლა საქართველომ [ეს] უნდა დააკმაყოფილოს, ამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს და ეს ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს.
როგორ ვეხმარებით ამ სამუშაოს და როგორ ვეხმარებით შესრულებაში? – რა თქმა უნდა, გვერდში ვუდგავართ ფინანსურად, გვერდში ვუდგავართ ექსპერტებით, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ შეიძლება იქნას შესრულებული, ვინაიდან, ვიმეორებ, ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვისაა”, – თქვა ვარჰეიმ.