პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებსა და მათთან მიმართებაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიაში ბრიფინგი გაიმართება.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული კანონპროექტების საპროტესტოდ თბილისსა და სხვა ქალაქებში 7-8 მარტს აქციები იმართებოდა. შსს-ს მომიტინგეების დასაშლელად არაერთხელ მოუწია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.