ქუთაისელმა აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა.

ერთკაციანი აქციით აქტივისტი დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ დნიპროში მომხდარ ტრაგედიას ქუთაისის გარდა ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა. აკაკი საღინაძე ქუთაისის მერს მოუწოდებს, ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს ქალაქ დნიპროს მოსახლეობას.

,,ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სავალდებულო იყო ეს მესიჯი ჩემი ქალაქის, ქუთაისის მერთან მიმეტანა, რადგან როდესაც ისტორია მართალსა და არასწორს მხარეს ნათელს მოჰფენს, კარგად დავინახოთ ვინ რომელ მხარეს იკავებდა. მოვუწოდებ ქუთაისის მერს დაიკავოს მართალი მხარე და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს უკრაინულ ქალაქ დნიპროს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს ამ დანაშაულში მხილებას, მეორე მხრივ კი პირად პასუხისმგებლობაზე ავიღებთ უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნას,” – ამბობს აკაკი საღინაძე.

14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი. დაშავდა 75 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *