საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქუთაისის მოსახლეობა 12, 2%-ით შემცირდა,
ამავე მონაცემებით, გაიზარდა თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა. მონაცემები აჩვენებს, რომ მიგრაცია ქუთაისის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. წლიდან წლამდე ქალაქს არაერთი ადამიანი ტოვებს და საცხოვრებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადადის. შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე და მის შეჩერების გზებზე ქუთაისელებმა რადიო ,,ძველ ქალაქთან” ისაუბრეს.
მოისმინეთ გამოკითხვა იმის შესახებ, რას ფიქრობენ ქუთაისელები მიგრაციაზე და რაში ხედავენ გამოსავალს.