ანტიკორუფციული მოძრაობა აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისმის, რომ ქუთაისში, ჭავაჭავაძის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს მუშები ძველ ფილებს ჰყიდიან.
ანტიკორუფციულ მოძრაობაში აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო ქონების გაყიდვად აფასებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
,,ეს არის სახელმწიფო ქონების გაყიდვა. ერთ კვადრატულ მეტრს ხუთ ლარად ჰყიდიან. იმ ფილების დიდი ნაწილი საღია. ხომ შეიძლება სხვა ადგილებში გამოიყენონ? Მივმართავთ საგზაო დეპარტამენტს, გაგვცენ კითხვაზე პასუხი: რა უფლებით ჰყიდიან სახელმწიფო ქონებას?,’’-ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი.
საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ კომპანია სარეკონსტრუქციო მასალას არ ჰყიდის, მაგრამ დააზუსტებენ დეტალებს იმის შესახებ, აკეთებს თუ არა კომპანიის რომელიმე თანამშრომელი ამას თვითნებურად.