“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მის პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ის ეძებს არა თავისუფლებას, არამედ სიმართლეს და სამართლიანობას.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისთვის უმნიშვნელოა იჯდება ციხეში, თუ გარეთ იქნება და სასჯელის ჯარიმით შეიცვლება.
“ეს დოკუმენტები არ იკვლევა, სამართლებრივი შეფასება ამ განაჩენის, იმ მიზნით, რომ შეფასება მოხდეს პოლიტიკური მდგენელის ამ საქმის, პოლიტიკური მდგენელი ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტია, ამ სიტუაციაში მე ნამდვილად არ ვეძებ თავისუფლებას, მე ვეძებ სიმართლეს და სამართლიანობას, ჩემთვის ეს არის თავისუფლება. მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და არა გადაკვალიფიცირებას, ან სასჯელის შეცვლას პატიმრობიდან ჯარიმით, ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ ვზივარ თუ გარეთ ვარ ჯარიმით, იმიტომ, რომ მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და ნებისმიერი ადამიანი, პროკურორი იქნება ეს თუ მოსამართლე, ვინც ამ გზაზე უსამართლოდ დამიდგება წინ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არა მხოლოდ ამ გზიდან გავწიო, საერთოდ ყველანაირი გზიდან გავწიო, ამას პირდაპირ ვამბობ, არაფერ პირადს არ ვგულისხმობ, პირდაპირ ვამბობ, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის, ჩემი შვილი ზის აქ, ჩემი ცოლი ზის, ჩემი მეგობრები სხედან, მე არავის არ მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ რაც არ უნდა იყოს დანაშაული, თუნდაც მცირე, ამაში ვიყო ბრალდებული”, – ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ლაშა ჩხიკვაძის აცილების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა არასამართლიანი სასამართლოს ნაწილში, რის გამოც სურთ ვიდეო მასალების დართვა.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციისკენ მთავარი გზა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. მისი შეფასებით, დეოლოგარქიზაციის კანონის მიღება თავისი არსით, სასაცილოა.
მისივე თქმით, შეუძლებელია სასამართლო რეფორმის გატარება იმ ხელისუფლების მიერ, ვისაც სასამართლო აქვს დაპყრობილი. მას მაგალითად სლოვაკეთის შემთხვევა მოჰყავს და თქვა, რომ ამ ქვეყანასაც ბევრი შესასრულებელი პუნქტი დაუწესეს და ის ევროკავშირის წევრი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ.