ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აქვეყნებს და არსებულ მედიაგარემოს აფასებს.

ქარტიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლების დაცვა არ უზრუნველყო, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის ორგანიზატორები კი პასუხისგებაში დღემდე არ მისცა.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლება მედიის წარმომადგენლებთან აგრესიული რიტორიკით საუბარს აგრძელებს, მათზე თავდასხმის ათობით საქმე კი კვლავ გამოუძიებელია.

,,ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება,”-ნათქვამია განცხადებაში.

ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე,ღირსების მარშის მონაწილეებს და ჟურნალისტებს ძალადობრივმა ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 50-მდე მედიის წარმოადგენელი. ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *