,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წერილს ხელს არ მოაწერს, რადგან დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, წერილის ავტორის სიყალბეზე მეტყველებს.
,,როცა გინდა შენ შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად ამას ხელს ვერ მოვაწერთ”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
გიორგი მარგველაშვილმა წერილი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა. მას ხელს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და 2016 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარეები აწერენ.