მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
,,გუშინ, გვიან ღამით გონება დაკარგა,, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც სამედიცინო პერსონალის ძალიან მადლობელია. წარმოდგენაც არ გვინდა, რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდებოდა. არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები რაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არსად გამქრალა, ისევ იგივე მდგომარეობაში, უბრალოდ გონის დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე როგორც მანამდე იყო, საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს”, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თითქმის ორი კვირაა კლინიკა “ვივა მედში” იმყოფება.