ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადადო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი და ხმაური მოჰყვა.
დღეს ყველა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებოდა, დაუშვებდა თუ არა მოსამართლე, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტებს.
კოჭლამაზაშვილმა სხდომა იმ მოტივით გადადო, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სწორი.
დოკუმენტებში კი რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, საუბარია იმაზე, რომ არ ჩატარდეს სხდომა მისი დასწრების გარეშე, თუმცა მოხდეს სამედიცინო ექსპერტების დაშვების შუამდგომლობის განხილვა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი ” ქართულ ოცნებასთან” ერთად, სასიკვდილოდ იმეტებს მესამე პრეზიდენტს. ადვოკატის შეფასებით, სხდომის გადადების მიზეზი აბსურდულია.
მომდევნო სასამართლო სხდომა კოჭლამაზაშვილმა 15 ივნისს ჩანიშნა.