უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 245 ბავშვზე მეტი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული. ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევშია.