,,ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება,’’, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება არც პოლიტიკაში ჯდება და არც დიპლომატიაში.
„ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა. ეს არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. ძალიან სამწუხაროა! პრემიერმა რაც გააკეთა მხარს ვუჭერ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საქართველოს შეუძლია“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.