უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რიცხვი იზრდება. გადაწყვეტილების მიხედვით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 6-ის ნაცვლად 10-მდე გაიზრდება, ხოლო ღია სივრცეში 10-ის ნაცვლად 15 ადამიანი იქნება დაშვებული. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით, პირველი მარტიდან ასევე უქმდება კოვიდ სასტუმროები.
გარდა ამისა, უქმდება დეზობარიერების, თერმოსკრინინგის და ჟურნალების წარმოების ვალდებულება. Რას ფიქრობენ ქუთაისში რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით და როგორ აფასებენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, მოისმინეთ ჩვენი გამოკითხვა.