პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ეხმარებოდა.


,,ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში,’’- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.


დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე ისაუბრებენ.


,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარადგენს მტკიცებულებებს და მათ დასაშვებად ცნობას მოითხოვს. მიგვაჩნია, იმდენად მყარად არის აღნიშნული მტკიცებულებები, თუ დაცვის მხარეს გონივრულობა ეყოფა, აღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ უნდა გახადოს,’’-ამბობს ლევან ვეფხვაძე.


დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *