საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 საათს გაგრძელდა. 

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა ხარჯი რომელიც გასწია, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და იმას, რომ საქართველო კარგად წარმოჩინებულიყო.

“ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა, იმიტომ რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია. ესენი რუსები არიან, რუსი თვლის, რომ იქ რომ ჩადიხარ იმ რუსს უნდა ასიამოვნო, აქ რომ ჩამოდიხარ რუსს ასიამოვნო. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ესენი რუსები არიან, ამათი ყველა ინსტინქტი არის რუსული და ამიტომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა, რას ნიშნავს უკანასკნელის გაღება და გაცემა შენს სტუმარზე და მეგობარზე,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *