თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი პროცესს პირველად ესწრება. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპერეი გამოიყენა. რადიო ,,ძველი ქალაქი’’ დაინტერესდა როგორ აფასებენ ქუთაისში პოლიტიკოსები დღევანდელ პროცესს და განვითარებულ მოვლენებს და რა მოლოდინი აქვთ სასამართლოსგან.
,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი გიგა შუშანია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად, ხოლო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმის სასამართლოსგან დადებითი მოლოდინი არ აქვს. მისი შეფასებით, დღევანდელი სასამართლო რუსული ტიპის უზურპირებული სასამართლოა და ის სამართლიან განაჩენს ვერ გამოიტანს.
,,ივანიშვილის რეჟიმი ერთი ადამიანისგან არის შეშინებული. პოლიცია პროვოკაციას შეეცადა, ჯერ ოპერატორები ჩამოყარეს სიმაღლიდან, შემდეგ სპეცოპერაცია მოუწყვეს ადამიანს, რომელიც საქართველოს და უკრაინის დროშით იყო ასული სიმაღლეზე, გეგონებოდათ საზღვრიდან რუსები იყვნენ შემოჭრილი. მღებრიშვილი აკლიათ, შევარდნაძის დროინდელი ზონდერი და სპეცრაზმის ხელმძღვანელი და ჩვენი პოლიცია უკვე შევარდნაძის დროინდელ მილიციას დაემსგავსა. ჩვენ ვხედავთ კანონის ჩარჩოდან გასულ ხელისუფლებას, რომელიც ციხეში მჯდარი მიხეილ სააკაშვილის შიშით ზანზარებს და ამისთვის სჭირდებათ ეს სისულეეები,’’-აცხადებს გიგა შუშანია.
პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მიმდინარე პროცესს ,,ლეიბორისტული პარტიის’’ წევრი ირაკლი კიკვაძეც. მისი შეფასებით, ხელისუფლების ინტერესის საგანი არა სიმართლის დადგენა და მიხეილ სააკაშვილის რეალური დანაშაულებების გამოვლენა, არამედ ,,მტრის ხატის’’ პროპაგანდისტული მესიჯის შექმნა და ამით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენაა.
,,Ჩვენი სასამართლო საერთაშორისოდ აღიარებული კლანია და მას ვერ ექნება ლეგიტიმაცია. Ხელისუფლება რომ სიმართლის დადგენით იყოს დაინტერებული, საერთაშორისო ექსპექტებს მოიწვევდა და ყველაფერს გააკეთებდა, რაც პროცესს ლეგიტიმურობის ხასიათს მისცემდა, მაგრამ ამას არ და ვერ გააკეთებენ თავიანთი რეჟიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე. ,,ქართული ოცნების’’ ბოლო სამი წლის მანძილზე მიღებული ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის რეჟიმის სახით ახალი ჰიბრიდული ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმს ვიღებთ,’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი ამირან ძოწენიძეც.
,,აღიარებილი ფაქტია, რომ ობიექტურობასთან ოდნავ მიახლოებული სასამართლოც არ გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს ეხებათ. ის, რაც მესამე პრეზიდენტის ირგვლივ ხდება, არის პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ,,ქართული ოცნება’’ მავნებლობს და ჩვენს მომავალს ძირს უთხრის, მარიანის ღრმულსაც ჩასცდა, ისეთ დონეზე დაეშვა. Მინდა მივმართო ,,ქართული ოცნების’’ წევრებს და მხარდამჭერებს: ეს არის ის სამართალი, რისთვისაც იბრძოდით? მივმართავ ყველას, ვისაც არ მოსწონდა ის, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა: ახლა რაც ხდება, კარგია? ეს არის სამართალი და დემოკრატია?’’-სვამს კითხვას ამირან ძოწენიძე.
,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთი ლიდერის გია თევდორაძის თქმით, საგანაგაშოა ის ფაქტი, რომ ქვყენაში მიმდინარე პროცესები ჩრდილოეთში არსებულ ვითარებას ემსგავსება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ პროცესებს კრემლი მართავს.
აღნიშნულ ვითარებაში გია თევდორაძე საზოგადოების კონსოლიდაციისა და პრინციპულ პოზიციის აუცილებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი უნდა გამოტავდეს მშვიდობიან პროტესს არსებული სიტუაციის მიმართ.
,,პოლიტიკურმა პროცესმა აკადემიური ჩარჩოებიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სასამართლო პროცესი, დღეს ქვეყანაში დემოკრატია და განვითარების შანსი სამართლდება, რომელიც სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობის იდეაზეა დაფუძნებული. მივმართავ ყველას, ვისაც არ სურს მომავალმა თაობამ იცხოვროს ქვეყანაში, სადაც რუსული მართლმსაჯლება იბატონებს, გამოდით ქუჩაში და გამოხატეთ პროტესტი კანონიერ ფარგლებში. ის, რაც ხდება რუსული ხელწერაა და ეს არ უნდა დავუშვათ,’’-მიმართავს საზოგადოებას გია თევდორაძე.
Ხელისუფლება დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.