თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.
სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ.
პოლიცია ჯიხურებზე ასულ აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციას ბოთლებს ესვრიან. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციამ მას დამიზნებით შეასხა თვალებში წიწაკის სპრეი.
რამდენიმე მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.