იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაეროს ხელმძღვანელს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში რწმუნებულმა და გაეროს ხელმძღვანელმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
,, ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე გაეროსთან თანამშრომლობა იყო და არის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი. დღეს, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის რეგიონების განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით. გაეროს დახმარებით ვფიქრობ იმერეთი და არა მარტო იმერეთი, მთელი საქართველო მიაღწევს იმ შედეგს რა შედეგიც გვინდა, რომ დადგეს რეალურად. ის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განვითარდეს ქვეყანა, ამ მიმართულებით სწორად და სწორი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ” – თქვა ზვიად შალამბერიძე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.