ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და გუშინ შედგა. ქუთაისის მერმა და უნგრელმა დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ე.წ “ვიშეგრადული ოთხეულის- V4” მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის საქართველოს 3 ქალაქში- თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარების შესახებაც ისაუბრეს.

“დღეს უნგრეთის ახალ ელჩს შევხვდით. ქალბატონი ანა მარია შიკო პირველადაა ჩვენს ქალაქში და შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. ქუთაისს უნგრეთთან აქტიური, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აქვს. უნგრეთში გვყავს დამეგობრებული ქალაქი სომბათჰეი. მალე იგეგმება საქართველოში უნგრეთის კულტურის მინისტრის ვიზიტი და ჩვენი ერთობლივი სურვილია , ქუთაისიც იყოს ჩართული პროგრამაში. უნგრელ დიპლომატთან ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზეც სხვადასხვა სფეროებში- კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *