11 ნოემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4 563 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან, იმერეთში-711.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც:

6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში – 1 448.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან იმერეთში – 29.

47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 771 381 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 705 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 739 კი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *