ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას აგრძელებს.
,,დროას” ლიდერი ამბობს, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში იქნება. მისი თქმით, გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტისთვის არის იმაზე დიდი საფრთხე, ვიდრე აქამდე იყო.
,,დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე, ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.
ერთადერთი რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს.
ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია უკვე მე-7 დღეა შიმშილობს.