მომღერალი პაატა ბურჭულაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება მისცენ.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს.
,,ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!!
მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში.
ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ:
საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს,’’-წერს პაატა ბურჭულაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 36-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს.