ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მოპარული არჩევნების დაბრუნებას და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ. აქციას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის”, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. 

,,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ მოპარული არჩევნების დაბრუნებისთვის და ღირსების აღდგენისთვის. ბიძინა ივანიშვილის ვერცერთი მოკრიმინალო ელემენტი და ვერცერთი უსამართლო მაღალჩინოსანი ვერ დაგვღლიან. ჩვენ კიარ დაგვაშინეს, ძალიან გაგვაბრაზეს, მაგრამ ჯანსაღი აზრი არ დაგვიკარგავს. სამწუხაროდ, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ტრაგედიას როგორ დასცინის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს. თავი დავანებოთ სახელებს და გვარებს, პრეზიდენტი პრეზიდენტს დასცინის, აბუჩად იგდებს და იმის ნაცვლად, რომ ისტორიულ უსამართლობას წინ აღუდგეს, ელოდება როდის მოკვდება პრეზიდენტი. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ იმას, როცა პრეზიდენტს გვიკლავენ,”-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

ოპოზიციის ლიდერებმა აქციები სხვადასხვა ქალაქში დააანონსეს. აქციები უკვე გაიმართა: თბილისში ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *