,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სწორედ ამომრჩევლის ხმა იქნება ცვლილებებისა და ნათელი მომავლის დასაწყისი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დასრულდება დღევანდელი დღე. ბევრი ინფორმაციაა დარღვევებზე, ფულის დარიგება, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, პირადობის ჩამორთმევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, მაგრამ ქართულ ოცნებას ეს არ უშველის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში და მათ შორის ქუთაისშიც , ხალხს ეს მთავრობა აღარ სურს. ამიტომ მოგოწოდებთ, დარჩენილ დროში მიხვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ არჩევანი, რომელიც ცვლილებების დასაწყისი იქნება”-ამბობს გიგი წერეთელი.