ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია 20-დან 18 მუნიციპალიტეტში იგებს.
კობახიძეს არ დაუსახელებია ის ორი მუნიციპალიტეტი, რომელიც შესაძლოა ოპოზიციის კანდიდატმა მოიგოს.
“18 მუნიციპალიტეტში 20-დან ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის 2 მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ, სადაც ნაცმოძრაობის კანდიდატები არიან 50%-იან ზღვართან. გამომდინარე იქიდან, რომ 2 მუნიციპალიტეტში არიან ნაცმოძრაობის კანდიდატები 50%-იან ზღვართან, ანუ ბოროტებას, შეუძლია, თეორიული შანსი აქვს და პრაქტიკული შანსიც, გაიმარჯვოს, ამიტომ არის საჭირო მაქსიმალური აქტიურობა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ დავუშვათ ბოროტების გამარჯვება”, — განაცხადა კობახიძემ.