„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე მისვლის და ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ ის, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
„მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა ქალაქში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, #41, რათა დედაქალაქში დაწყებული აღმშენებლობა გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას.
უნდა გაგრძელდეს რეფორმები. მინდა მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურონ. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ იმ კარგი საქმეების დასრულება, რომელიც ერთად დავიწყეთ. გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს. კარგად ხედავთ მეორე მხარეს რა დგას და რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის“, – განაცხადა კახა კალძემ.