გაერთიანებული ოპოზციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი, თემურ ცამციშვილი ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

Მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა და საარჩევნო პროცესში  უშუალო ჩართვა, რათა არ მოხდეს მასიური გაყალბება და დაცული იყოს თითოეული ადამიანის ხმა.

 

,, ჩვენ ვგრძნობთ ახალგაზრდების მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა იგრძნობა სოციალურ ქსელებში, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი პირადი ჩართულობა ამ პროცესში. 30 ოქტომბერი ჩვენი ქალაქის მომავლისთის გადამწყვეტი დღეა და ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ცვლილებების მოტანაში. ოპოზიციური პარტიები მზად ვართ მივცეთ საშუალება ჩაერთონ ამ პროცესში მოხალისეებად, მათ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში და გადავწყვიტოთ რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი ამ პროცესში,’’-ამბობს თემურ ცამციშვილი.

თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ვიცე-მერობის კანდიდატად წარადგინა. ვიცე-მერობის კანდიდატებად ხატია დეკანოიძემ ასევე წარადგინა: ანა ნაცვლიშვილი, იმედა კლდიაშვილი, რევაზ ჩომახიძე.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *