,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი,
ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზეზებს განიხილავს, ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი სიმდაბლე პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ.
“ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი, მაგრამ გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერმინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური და მთელი ქართული ოცნება და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყევლაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება, ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართავს, რომელიც დღეს გავრცელდა. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს. Მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მყოფი ნებისმიერი ადამიანი. Სირცხვილია, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენეტი, რეგიონში ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი საპყრობილეშია. Მიხეილ სააკაშვილი ცამოვიდა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მომავალი გადაერჩინა და ჩვენ, მთელი ნაციონალური მოძრაობა , სააკაშვილტან ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს,’’-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
Პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს განიხილავს. Მთავარ მიზეზად მას სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მიაჩნია.